1. პროექტის სახელწოდება: „ჯანსაღი ცხოვრების წესი, მოზარდები და თბილისი“
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: პროექტი ითვალისწინებს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, სპორტის პოპულარიზაციას, ქალაქში რეკრეაციული ზონების მოწყობას.
3. პროექტის აქტუალობა: ქალაქის ეკოლოგიური პრობლემები, მწვანე საფარის შემცირება, ახალგაზრდებში აქტიური ცხოვრების წესის სიმცირე.
4. პროექტის მიზნები: კვლევის ჩატარება, არის თუ არა და სად ქალაქში რეკრეაციული ზონები, სად მოხდა დიდი რაოდენობით მწვანე საფარის გაჩეხვა -განადგურება, კვლევის ჩატარება სკოლაში, რა ასაკიდან იწყებენ მოსწავლეები თამბაქოს მოხმარებას და მოსწავლეთა რამდენი პროცენტი მოიხმარს თამბაქოს სკოლაში. მოსწავლეთა გამოკითხვა და სტატისტიკის გაკეთება, რამდენი მოსწავლე დადის სპორტზე. კვლევით მიღებული შედეგების სკოლის მოსწავლეებისათვის გაცნობა.
მონაწილეობა ქალაქის რეკრეაციული ზონების და საერთოდ, მწვანე საფარის განაშენიანებაში. პროექტში მონაწილე მოსწავლეების მიერ თამაბაქოს მავნებლობის თემაზე ფლაერების, ბროშურების შედგენა და დაბეჭდვა. აქციების ჩატარება და ნაბეჭდი მასალის დარიგება. მოსწავლეთა ძალებით სპორტის სხვა და სხვა სახეობების პოპულარიზაცია- მინი-ოლიმპიადის ჩატარება.
5. მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 10 აპრილი - 10 მაისი 2017 წელი
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: დაირგვება ნერგები, მოეწყობა რეკრეაციული ზონები, დამზადდება თამბაქოს მავნებლობის შესახებ ფლაერები და ბროშურები, მომზადდება და ჩატარდება მინი-ოლიმპიადა სპორტის რამდენიმე სახეობაში( კალათბურთი, მინი-ფეხბურთი, მაგიდის ტენისი, ფრენბურთი) ორ მეგობარ სკოლასთან ერთად.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: საპატრიარქოს და ბუნების დაცვის ორგანიზაციებისგანდა მშობლების დახმარებით მიღებული ნერგები, სტიკერები, ფლაერები, სტენდები, ბროშურები.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
პირველი ჯგუფი უკეთებს ორგანიზებას ნერგების მოტანას, უკავშირდება სტამბის ხელმძღვანელ მშობელს და უწევს ორგანიზებას ფლაერების და ბროშურების ბეჭდვას.
მეორე ჯგუფი ნერგების დარგვა წინასწარ გამოყოფილ ადგილებზე, რეკრეაციულ ზონებში.
მესამე ჯგუფი თამბაქოს მავნებლობაზე შედგენილი ფლაერების და ბროშურების დარიგება სკოლაში, ქუჩებში , ახალგაზრდების თავშეყრის ადგილებში.
მეოთხე ჯგუფი უწევს ორგანიზებას მინი-ოლიმპიადის მომზადებას, უკავშირდება ორ მეგობარ სკოლას, ადგენს საკუთარ სკოლაში ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სპორტის სახეობაში გუნდებს, წერს ოლიმპიადის ჩატარების გრაფიკს.
პროექტის საბოლოო პრეზენტაცია შეფასდება რუბრიკით
პროექტის საბოლოო პრეზენტაცია შეფასდება რუბრიკით
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: სამოქალაქო განათლება; სპორტი.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თამარ ჯავახიშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tatuli7070@gmail.com
No comments:
Post a Comment