Wednesday, 29 June 2022

კვირის გეგმა

 

თამარ ჯავახიშვილი

ისტორიის პედაგოგი

ქ.თბილისის გ. ტაბიძის სახელობის #51 საჯარო სკოლა

 

 

კვირის გეგმა ისტორიაში ( მეცხრე კლასი)

( გეგმა გაიწერება 3 კვირაზე, რადგან 9 კლასის 1 სემესტრში ისტორია 2 საათია კვირაში)

 

თემა: არგუმენტირებული ესეს შექმნა ერეკლე II-ის მოღვაწეობასთან დაკავშირებით

შესრულების ვადა:    15.11.2022-დან     22.11.2022 -მდე

მოსწავლის სახელი, გვარი           მარიამ ნემსაძე

o   მოცემულ დავალებას ვამუშავებთ ინდივიდუალურად.

 

მომდევნო სამი კვირის განმავლობაში ( ისტორია მეცხრე კლასში, 1 სემესტრში 2 საათია) უნდა შევქნმა ესე ერელე მეორეს მოღვაწეობის შესახებ. მოვიძიო წყაროები, სადაც საუბარია ერეკლე მეორეს მოღვაწეობის როგორც დადებით, ასევე უარყოფით მხარეებზე. ესეში უნდა შევაფასო ერეკლე, როგორც მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე. ესეში ხაზგასმით უნდა წარმოვაჩინო, საიდან მაქვს ინფორმაცია ერეკლე მეფეს მოღვაწეობის შესახებ, რა ტიპის ინფორმაციას გვაწვდის სხვადასხვა ტიპის წყაროები ერეკლეს შესახებ, რამდენად სანდოა ეს წყაროები, ერეკლეს მოღავწეობასთან დაკავშრებით, რომელ საკითხზე შეიძლება გაჩნდეს განსხვავებული მოსაზრება.

სავალდებულო დავალებები

ეს მე უკვე შევასრულე

რა სირთულეებს წავაწყდი

რა დამეხმარა ამ სირთულეების გადალახვაში

1. დაწვრილებით შეისწავლე, როგორ უნდა შექმნა ესე, ამისთვის გამოიყენე მასწავლებლის გადმოცემული და ინტერნეტში მოძებული ინფორმაცია.

 

 

 

2. დაამუშავე 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოდან  მეცხრე პარაგრაფი

 

 

 

3. დაიწყე მუშაობა მეცხრე პარაგრაფებში მოცემულ წყაროებზე, რომლებიც  კლასში განვიხილეთ.

 

 

 

4. დაამუშავე 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოდან  მეათე პარაგრაფი

 

 

 

5. დაიწყე მუშაობა 10  პარაგრაფებში მოცემულ წყაროებზე, რომლებიც  კლასში განვიხილეთ.

 

 

 

6. დაამუშავე 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოდან მეთერთმეტე პარაგრაფი.

 

 

 

7. დაიწყე მუშაობა მეთერთმეტე პარაგრაფებში მოცემულ წყაროებზე, რომლებიც  კლასში განვიხილეთ.

 

 

 

8. გაააქტიურე წინარე ცოდნა და გაიხსენე გავლილი პარაგრაფებიდან, ვახტანგ მეექვსეს ურთიერთობა რუსეთის იმპერატორ პეტრე პირველთან და ამ ურთიერთბის შედეგი. ( პარ.3,4,5)

 

 

 

9. შეაჯამე და დაალაგე წყაროების და ლიტერატურის ჩამონათვალი, საიდან მოიპოვე ინფორმაცია ერეკლე მეორეს შესახებ.

 

 

 

10. მოამზადე მასალა სახაელმძღანელოდან დამუშავებული და ჩემს მიერ მოცემული წყაროების, ისტორიული ნაშრომების და პრესის მასალების ლინკებიდან:

 

რა ტიპის წყაროები გვაწვდის ინფორმაციას ერეკლეს შესახებ?

ვინ შექმნა ეს წყაროები?

რამდენად ობიექტურია ეს წყაროები?

რომელია მათ შრის უცხოური წყარო?

როგორ დავაფიქროთ საზოგადოება იმაზე, რომ ერთანეთსგან განასხვავოს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაცია?

 

 

 

 

11. მოამზადე მასალა:

რა ტიპის ინფორმაციას გვაწვდის ერეკლე მეორეს შესახებ შენს მიერ დამუშავებული სხვადასხვა ტიპის წყაროები?

რა ტიპისაა და რამდენად მრავალფერობანი ეს წყაროები?

ვინ შექმნა ისინი? ( ისტორიკოსმა, ხალხურია, პრესიდან მასალაა)

როგორ გამოიყენებ დამუშავებულ წყროებს ერეკლე მეფის პორტრეტის შესაქმნელად?

 

 

 

 

 

12. მოამზადე მასალა:

 

რამდენად სანდოა დამუშავებული წყაროები?

 

როგორაა ერეკლე წარმოჩენილი ომან ხერხეულიძის წყაროებში?

 

როგორ აღწერს მეფეს ხალხური ზეპირსიტყვიერება?

 

როგორ წარმოაჩენენ ერეკლე მეორეს უცხოური წყაროები და პრესა და რამდენად სანდოა მათი ინფორმაცია?

 

 

 

 

13. მოამზადე მასალა:

რამდენად სანდოა 19-ე საუკუნის ავტორების, პლატონ იოსელიანის, ზაქარია ჭიჭინაძის ნაშრომებშ მოცმეული ინფორმაცია ერეკლე მეფის შესახებ?

რატომაა ერეკლეს მიმართ არაკეთილგანწყობილი ალექსანდრე ამილახვარი?(მოიძიე დამატებითი ინფორმაცია)

დაგაფიქრა თუ არა დამუშავებულმა წყაროებმა ?

 

 

 

14. ერეკლესთან დაკავშრებით, რომელ საკითხზე გაგიჩნდა განსხვავებული მოსაზრება წყაროების დამუშავების შემდეგ?

 

 

 

15. წერილობითაც მოამზადე შენი პოზიცია ერეკლე მეფის შესახებ, რომელიც საკლასო დისკუსიაში მონაწილეობისას წარმოადგინე.

 

 

 

16. წერილობით დაამუშავე კლასთან ერთად,Youtube-ზე  ნანახი დოკუმენტური ფილმები ერეკლეს მეორეს შესახებ.

 

 

 

17. დავალების საბოლოო პროდუქტი:

შექმენი არგუმენტირებული ესე ერეკლე მეორეს მოღვაწეობის შესახებ.

 

 

 

 

18. ნაშრომის პრეზენტაცია მასწავლებლის და კლასის წინაშე

ესეს პრეზენტაციამდე აღწერე როგორ წარიმართა სამუშაო პროცესი, რა პროდუქტი შექმენი, შენი აზრით ვინ შეიძ₾ება დაინეტრესდეს შენს მიერ შექმნილი პროდუქტით? რა დაბრკოლებებს წააწყდი ესეზე მუშაობისას? შეგისრულებია თუ არა ამგვარი დავალება ადრეც თუ ეს იყო პირველი შემთხვევა?

 

 

 

 

მუშაობის პროცესში ჩემს მიერ მოსწავლეებისთვის მიცემული ინტერნეტ ლინკები:

 

1.        ომან ხერხეულიძე აზატ-ხანთან ბრძოლის შესახებ. 

2.        ომან ხერხეულიძე, „მეფობა ირაკლი მეორისა“, ახტალის მადნის დამუშავების შესახებ. 

3.        ომან ხერხეულიძე, „მეფობა ირაკლი მეორისა“, „მორიგე ჯარისშექმნის შესახებ 

4.        ომან ხერხეულიძე, „მეფობა ირაკლი მეორისა“, ერეკლე II-ის შეფასება 

5.        ბრიტანული გაზეთი “London Magazine on Gentleman’s Monthly Inteligencer”  ერეკლეს შესახებ. (1755 .) 

6.        პორტუგალიური წიგნი ერეკლე II-ზე (1766 .) 

7.        ხალხური ლექსები მეფე ერეკლეზე  

8.        ლეგენდა ერეკლე II მეორეზე 

9.        პლატონ იოსელიანიცხოვრება გიორგი მეცამეტისა, აღა-მაჰმად-ხანის ელჩის ერეკლესთან ვიზიტის შესახებ. 

10.     ზაქარია ჭიჭინაძე, ნაწყვეტი ნარკვევიდანსოლომონ ლიონიძე“, სოლომონ ლიონიძე გეორგიევსკის ტრაქტატის წინააღმდეგ 

ალექსანდრე ამილახვარი ერეკლე II-ის შესახებ (1771 .)

ვიდეორესურსი როგორ დავწეროთ ესე?“ 

 

ფილმები Youtube არხიდან:

https://www.youtube.com/watch?v=o0UPqdTXK-c&t=64s

https://www.youtube.com/watch?v=3MbB1Sos1_0

https://www.youtube.com/watch?v=LmjCCknML1Y

https://www.youtube.com/watch?v=7TnqgoNUchw

გამოიყენეთ ასევე დოკუმენტური სერიალი „ გააგრძელე საქართველოს ისტორია“

 

 

კვირის გეგმა

  თამარ ჯავახიშვილი ისტორიის პედაგოგი ქ.თბილისის გ. ტაბიძის სახელობის # 51 საჯარო სკოლა     კვირის გეგმა ისტორიაში ( მეცხრ...